მეცნიერების სოციოლოგია
იკვლევს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერების, როგორც სოციალური ინსტიტუტის ურთიერთქმედებას სოციალურ სტრუქტურებთან, მეცნიერებისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი ფორმების განსაზღვრულობას სოციალურ–კულტურული პირობებით, მეცნიერების ქცევას განსხვავებულ სოციალურ სისტემებში. პირველ ეტაპზე მ.ს. ვითარდებოდა ცოდნის სოციოლოგიის შიგნით, სადაც ფილოსოფიისა და რელიგიის შესწავლასთან ერთად გაანალიზებული იყო ცოდნისა და სოციალური სისტემების ურთიერთკავშირის საკითხები. ცოდნის სოციოლოგიის წამყვანი კონცეფციის ფარგლებში (XX ს–ის 20–იანი წლები), ვითარდებოდა ცოდნის სხვადასხვა ფორმების (მათ შორის მეცნიერული ცოდნის) და შინაარსების ანალიზის სპეციფიკური მიდგომები, მეცნიერების გენეზისისა და მეცნიერების კულტურასა და ტექნიკასთან კავშირურთიერთობის საკითხები. კ. მანჰაიმი ხაზს უსვამდა შემეცნების სოციალურად განპირობებულობას. მისი აზრით, მხოლოდ სოციალური ცოდნის ფორმები (იდეოლოგია და უტოპია) შესაძლებელია აიხსნას სოციოლოგიურად, მაშინ როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი და მათემატიკური ცოდნა მ. ს–ის კომპეტენციის მიღმა დგას. შელერი ხსნიდა რა, ახალ დროში მეცნიერების წარმოშობას, მასში ხედავდა თეორიული გონებით მჭვრეტელი ადამიანებისა (ფილოსოფოსების) და შრომის სფეროს წარმომადგენლების (ხელოსნების) ძალისხმევის გაერთიანებას რეალობაზე ბატონობის განსახორციელებლად. მეცნიერება განიხილებოდა როგორც ტექნიკური ინჟინერია, ხოლო მისი არსება ბურჟუაზიის ბუნებაზე ბატონობის ნებასთან დაკავშირებულად მიიჩნეოდა.
nplg.gov.ge
Thursday, April 28, 2011
მეცნიერების სოციოლოგია
Labels:
მეცნიერება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment